English / ქართული / русский /
ხათუნა ბერიშვილი
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სოციალურ-დემოკრატიული მოდელის ქვეყნებში

ანოტაცია.

იმ ქვეყნების წრე, რომლებიც იზიარებენ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის კონცეფციას, მუდმივად ფართოვდება. ცხადია ისიც, რომ მსოფლიო მასშტაბით, ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებს, სადაც კსპს ღონისძიებებს გააჩნია დიდი ხნის ისტორია, აქტიურად უერთდებიან განვითარებადი ქვეყნებიც. საზოგადოებისთვის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა – ეს უფრო ინტეგრაციული სოციალური სახელმწიფოსა და ფარული სეგმენტაციის მქონე შრომის ბაზრის ახალი ტიპის პოლიტიკური სახეა. წინამდებარე სტატიაში განხილულია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის თავისებურებანი სოციალურ-დემოკრატიული მოდელის ქვეყნებში. ამ გამოცდილების გაზიარება უდავოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც.

საკვანძო სიტყვებიბიზნესი, სოციალურიპასუხისმგებლობა, სოციალურ-დემოკრატიული მოდელი, ინსტიტუციური მოწყობა.

 შესავალი

საზოგადოებრივი შეხედულებები ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საზღვრებზე მუდმივად განიცდიდა ტრანსფორმაციას. მათ ფორმირებაზე ზეგავლენას ახდენდა  ქვეყნების  ეკონომიკური  მდგომარეობა, საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროცესები, ტექნოლოგიური განვითარების დონე. სოციალურ-დემოკრატიული მოდელის ქვეყნები ხასიათდება იმით, რომ სოციალური სტატუსის, ქონებრივი მდგომარეობის, შრომითი წვლილის და ა.შ. მიუხედავად, საზოგადოების ყველა წევრის თანასწორობის პრინციპი  განსაზღვრულია მათი სოციალური პოლიტიკით. 

გ. ესპინგ-ანდერსენი [Esping-Andersen G, 2009: 341] თვლის, რომ სოციალ-დემოკრატები უფრო განავითარებენ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფციას, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ ყველაზე მაღალი სტანდარტების და არა მინიმალური მოთხოვნილებების თანასწორობას, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ისინი ასეთ თანასწორობას ამჯობინებენ სახელმწიფოსა და ბაზარს შორის ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას. ამ მიზნის მისაღწევად, ჯერ ერთი, საჭიროა შემოსავლების დონის ამაღლება და მომსახურებათა ხარისხის ზრდა იმ დონემდე, რომელიც თანაზომადია ახალი საშუალო კლასის სტანდარტებთან და, მეორე, მუშებისთვის გარანტირებული უნდა იყოს უფლებების დაცვის ისეთივე ხარისხი, როგორიც საზოგადოების უფრო მაღალუზრუნველყოფილ  ფენებშია - აღნიშნავს გ. ესპინგ-ანდერსენი. სოციალურ-დემოკრატიული რეჟიმის ყველაზე შესამჩნევი ნიშანია – შესაძლებლობისა და შრომითი საქმიანობის ერთიანობა. ის გულისხმობს სრული დასაქმებისა და გამოყენებული ძალისადმი საზღაურის შესაბამისობის გარანტიებს. ერთი მხრივ, დასაქმების უფლებას გააჩნია თანაბარი სტატუსი შრომითი შემოსავლების დაცვის უფლებასთან, მეორე მხრივ კი დანახარჯები საყოველთაო კეთილდღეობის უნივერსალური  მოდიფიცირებადი სისტემის შენარჩუნებაზე მეტია. ეს ნიშნავს, რომ მთელი ძალა მიმართული უნდა იყოს სოციალური პრობლემების გადაჭრისა და შემოსავლების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენებისკენ. ასეთი მიზნების მიღწევის ყველაზე მიზანშეწონილი საშუალება, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და სოციალური გადარიცხვების ხარჯზე მცხოვრებთა რიცხვის შემცირებაა.

ამრიგად, სოციალ-დემოკრატიული მიდგომის ძირითად ნიშნებს წარმოადგენს შემდეგი:

• ყველა მოქალაქის უფლება თანაბარ სოციალურ უზრუნველყოფაზე;

• დამსაქმებელსა და მუშაკს შორის ურთიერთობებს მკაცრად აკონტროლებს სახელმწიფო;

• სოციალური ღონისძიებების მიმართულების განსაზღვრას და მათ დაფინანსებას ახორციელებს სახელმწიფო;

• გადასახადების მაღალი დონე;

• სავალდებულო სოციალური დაზღვევა.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო, სოციალურ-დემოკრატიული მოდელი განსხვავდება ბიუროკრატიის ყველაზე მაღალი ხარისხით. ის სახელმწიფო სხვა მოდელებთან შედარებით, საკუთარ თავ¬ე იღებს წამყვან როლს მოსახლეობის სოციალური დაცვის საკითხებზე. სახელმწიფო ხარჯების წილი მშპ-ში  მოცემული მოდელის ქვეყნებში 50%-ზე მეტს შეადგენს. ამ ხარჯების ძირითადი ნაწილი მიდის სოციალური დანიშნულების ობიექტთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მათ შო¬რის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ტრანსფერტული გადასახადებიც, რომელთა წყალობითაც ხდება ეროვნული პროდუქტის გადანაწილება მოსახლეობის ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების სასარგებლოდ.

სოციალურ-დემოკრატიული მოდელის კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს საწარმოო დემოკრატიის განვითარებული სისტემა, შრომითი ურთიერთობების რეგულირება ზოგადეროვნულ დონეზე და არა ცალკეული საწარმოების ან დარგების მიხედვით. გამოიყენება ის ქმედითი საშუალებები, რომლებიც გვაძლევს უმუშევრობის დონის მინიმიზაციის შესაძლებლობას.

უკანასკნელ პერიოდში ყველაზე აქტუალურია სოციალური სახელმწიფოს შვედური მოდელი. სწორედ მას, როგორც წესი, იყენებენ მკვლევარები სოციალურ-დემოკრატიული ტიპის მოდელის ილუსტრაციისთვის. შვედურ მოდელს ზოგჯერ ეგალიტარულს უწოდებენ. მას საწყისი დაედო 1913 წელს, როდესაც მიღებულ იქნა საყოველთაო საპენსიო უზრუნველყოფის გადაწყვეტილება. ამ დროიდან სახელმწიფო ახორციელებდა რეფორმებს ,,ჰორიზონტალური~ გათანაბრების მიმართულებით (ჯანმრთელებსა და ავადმყოფებს, ბავშვიან და უბავშვო ოჯახებს, მომუშავეებსა და უმუშევრებს შორის), ასევე ,,ვერტიკალური~ გათანაბრების¬ (მდიდრებსა და ღარიბებს შორის) მიზნით. სამედიცინო და სოციალური დახმარება გახდა ხელმისაწვდომი ყველასთვის, შემოსავლისა და პროფესიის მიუხედავად. შვედეთის მიერ არჩეული განვითარების გზა არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. შვედური კაპიტალიზმის სოციალური მიმართულების კრიტიკა განსაკუთრებით გაძლიერდა კრიზისულ პერიოდებში, მაგრამ ყველაფერ ამას ხელი არ შეუშლია ქვეყნისთვის, წასულიყო ამ გზით და მოეხდინა მისი სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრირება.

უსათუოდ, სოციალური პოლიტიკის ასეთმა `ეგალიტარულმა~ ხასიათმა განაპირობა ეკონომიკის რესტრიქტული (შემზღუდველი) ხასიათი. ასეთი რესტრიქტულობა ეხება როგორც მოსახლეობის პირად, ისე მეწარმეების შემოსავლებს და რეალიზებულია პროგრესული საგადასახადო სისტემის მეშვეობით, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ამოვიღოთ პირველადად განაწილებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის მხრივ, მკაცრი საგადასახადო სისტემა წარმოადგენს ფინანსურ ბაზას სხვადასხვა სახის ტრანსფერტული გადასახადებისთვის და მაღალხარისხიანი სოციალური მომსახურებების ფართო ქსელს. ტრანსფერტული გადასახადების მნიშვნელოვან როლს მოჰყვა შვედური სახელმწიფოს აქტიური ჩარევა სოციალური დაზღვევის ორგანოების ფუნქციონირებაში, რომლებიც იმყოფებიან მკაცრი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და მნიშვნელოვან¬წილად ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ გადასახადების დონე შვედეთში ერთ-ერთი ყველა¬ზე მაღალია მსოფლიოში.

ასეთი ინსტიტუციური მოწყობა  ყველაზე კარგად შეიძლება იქნეს დახასიათებული, როგორც საზოგადოება მსხვილი და ცენტრალიზებული ინსტიტუტების სიჭარბით. მის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს, ა. ლინდბეკის [Lindbek A., 2006: 56] თვალსაზრისით, წარმოადგენს:

• სახელმწიფო სექტორის მნიშვნელოვანი ხარჯები და მაღალი გადასახადები, რომლებიც ასახავს საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოების ამბიციებს;

• ინტერვენციების მაღალი ხარისხით გამორჩეული სტაბილიზაციური პოლიტიკა, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილია სრული დასაქმების ორგანიზაციისთვის, შრომის ბაზარზე უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის აქტიურ პოლიტიკას¬თან ერთად.

• სახელმწიფოს ცდები, ზემოქმედება მოახდინოს ერთობლივი დანაზოგის დონეზე, კრედიტებისა და ინვესტიციების შეთავაზებაზე, აგრეთვე, მათ განთავსებაზე სახელმწიფო დანაზოგების, კაპიტალის ბაზრის, გადასახადებისა და სუბსიდიების რეგულირების საშუალებით;

• ადგილობრივი ადმინისტრაციების მკაცრი კონტროლი ცენტრალური მთავრობის მხრიდან;

• ხელფასის ცენტრალიზებული დადგენა ეროვნულ დონეზე;

• კერძო სექტორში მიღებული გადაწყვეტილებების ცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი: მწარმოებლებს შორის ბატონობს მსხვილი ფირმების მცირე ჯგუფი, საფინანსო აქტივების ფლობა, აქციების ჩათვლით, აგრეთვე, კონცენტრირებულია რამდენიმე ინსტიტუტში – სამ ან ოთხ ბანკში, ექვს სადაზღვევო კომპანიაში და რამდენიმე საინვესტიციო კორპორაციაში;

• თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელსაც, თუმცა ერწყმის ნახსენები ცენტრალიზებული სტრუქტურები.

სახელმწიფოს ასეთი აქტივობა არ შეიძლება არ აისახოს შვედების ცხოვრების ხარისხზე.  ა. ლინდბეკი [Lindbek A., 2006: 61] აღნიშნავს, რომ:

• ჯინის კოეფიციენტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში;

• აღინიშნება სიღარიბის შედარებით დაბალი დონე;

• განსხვავება ხელფასში მამაკაცებსა და ქალებს შორის, აგრეთვე მნიშვნელოვნად შემცირებულია;

• ადგილები, რომლებიც დამნაშავეობის წყაროს წარმოადგენს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, შვედეთში პრაქტიკულად არ არსებობს;

• შვედეთში უმუშევრობის დაბალი დონეა;

• სოციალურ მომსახურებათა მაღალი სტანდარტები, რომლებსაც უმთავრესად, სახელმწიფო იძლევა.

ყველაფერი ეს თავის კვალს ამჩნევს საზოგადოების დამოკიდებულებაზე ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისადმი. ერთი მხრივ, ცხოვრების საკმაოდ მაღალი დონე ამცირებს სოციალურ დაძაბულობას, მაშასადამე, კსპ-ს მრავალი ინსტრუმენტის (მაგალითად, ქველმოქმედების) აქტუალობასაც, რომელიც გვეხმარება ამ დაძაბულობის შემცირებაში. მეორე მხრივ, შვედური საზოგადოება გაზრდილი მოთხოვნილებით ბიზნესისადმი განსაკუთრებით მკაცრად ადევნებს თვალყურს ეთიკუ¬რი ნორმების დაცვას, განსაკუთრებით კი სამეწარმეო  სფეროში.

 ამას მოწმობს ეს ფაქტიც:  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015 წლის `გლობალური გენდერული უთანასწორობის ანგარიშში~ [Corporate Social Responsibility, 2015:76] მითითებულია, რომ შვედეთი და სხვა სკანდინავიური ქვეყნები `თავიანთი პრაქტიკული მიღწევებით გენდერული თანასწორობის დარგში არიან ჭეშმარიტი ლიდერების რიცხვში... და, ამრიგად, წარმოადგენენ ნიმუშს საერთაშორისო შედარებებისთვის~. გენდერული უთანასწორობის რეიტინგი ზომავს სხვაობას სქესებს შორის ცალკეული ქვეყნების მიხედვით ეკონომიკური, პოლიტიკური და საგანმანათლებლო კრიტერიუმების, აგრეთვე, ჯანმრთელობის მაჩვენებლების საფუძველზე.

~Global 100-ის” 2016 წლის რეიტინგში, შვედური კომპანიები ჩართული არიან კორპორაციული სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მსოფლიო 100 ლიდერის რიცხვში. რეიტინგი ითვალისწინებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორებიცაა: ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი, მართვის დივერსიფიკაცია, საგადასახადო დისციპლინის დაცვა და სხვა [Hohnen, P., Potts, J.,  2017: 312].

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ ერთ საზომს წარმოადგენს დოუ-ჯონსის მდგრადი განვითარების მსოფლიო ინდექსი. ეს რეიტინგი მოიცავს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელთა საქმიანობა აკმაყოფილებს უმაღლეს მოთხოვნებს გარემოსთან, შრომის დაცვასთან, ადამიანის უფლებებთან მიმართებაში. 2015 წელს მასში შევიდა 392 კომპანია მსოფლიოს 29 ქვეყნიდან, მათ შორის შვედური კომპანიები Atlas Copco, Elextrolux, Sandvik, SKF, SCA, Swedbank, Telia Sonero და Volvo. 2015 წელს სამი შვედური კომპანია დასახელებულია მასში ოქროსა და ვერცხლის კლასის ლიდერებად.

Goldman Sachs და UBS – უმსხვილესი მსოფლიო საინვესტიციო ბანკები და სპეციალისტებია ფასიან ქაღალდების ოპერაციების დარგში. ისინი, ჩვეულებრივ, აძლევენ მაღალ შეფასებებს შვედურ კომპანიებს მათი საქმიანობის მდგრადობის თვალსაზრისით. ასე მაგალითად, Goldman Sachsშეჰყავს კონცერნები Volvo და SKF მსოფლიო ასპარეზზე თავისი განუყოფელი ფავორიტების რიცხვში, მაგრამ, ამავე დროს, ეს ფირმები შედიან სამრეწველო სექტორში საუკეთესოთა ათეულშიც. ბანკი თვლის, რომ თავის ლიდერობას შვედური კომპანიები განსაკუთრებით უნდა უმადლოდნენ გამჭვირვალობასა და ფართო საინფორმაციო ღიაობას ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებთან მიმართებაში. UBS აგრეთვე შთამბეჭდავად თვლის შვედური კომპანიების მიღწევებს მდგრადობის დარგში, განსაკუთრებით გამოირჩევიან რა ამ თვალსაზრისით კომპანიები Assa Abloy, Atlax Copco, Sandvik და SKF.

შვედეთმა, აგრეთვე მსოფლიოში პირველმა, დაავალდებულა სახელმწიფო კომპანიები, წარმოედგინათ ანგარიშები მდგრადი განვითარების შესახებ[1]. ეს ანგარიშები უნდა პასუხობდეს მდგრადი განვითარების დარგში  გლობალური ინიციატივის სტანდარტებს (Global Reporting Initiative, GRI).   

საპენსიო უზრუნველყოფის შვედური სახელმწიფო სისტემის ოთხი ფონდი – 1, 2, 3 და 4 (ე.ი. Allmanna Pensionsfonder, ანუ საყოველთაო საპენსიო დაზღვევის ფონდები) – ახორციელებს თანამშრომლობას ბაზართან ეთიკურ საკითხებში თავისი საბჭოს ჩარჩოებში. თავის საქმიანობაში ეს საბჭო აღწევს პოზიტიურ ცვლილებებს კომპანიების მუშაობაში შვედეთის ფარგლებს გარეთ, რომლებიც შემჩნეული არიან გარემოს დაცვაზე და ადამიანის უფლებებზე არსებული საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში. მაგალითად, მზა ტანსაცმლის ქსელი H&M ითვლის დაახლოებით 2000 მაღაზიას  მსოფლიოში. სულ ახლახან მის ასორტიმენტში გამოჩნდა Concious Collection ბრენდის ტანსაცმლის ახალი ეკოლოგიური ხაზი. H&M აწარმოებს აქტიურ მუშაობას თავის მიმწოდებლებთან, აღწევს რა მათ წარმოებებში მშრომელთა უფლებების დაცვასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებების შემცირებას. H&M პროდუქცია შემოდის დაახლოებით 700 მწარმოებლისაგან, რომელთაგან მრავალი ბაზირებულია იმ ქვეყნებში, სადაც ბავშვთა შრომის გამოყენება და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე წინანდელივით პრობლემას წარმოადგენს. H&M-თან მოქმედებს საინსპექციო ჯგუფი 70 ადამიანის შემადგენლობით, რომელიც აკონტროლებს მიმწოდებლების მიერ კომპანიის კორპორაციული ქცევის კოდის დაცვას. შრომის პირობების გაუმჯობესების მიზნით H&M აწარმოებს, აგრეთვე, მიმწოდებელთა სწავლებას.

მკაცრმა კანონმდებლობამ გარემოს დაცვის დარგში ეკოლოგიური პრობლემატიკის გაცნობიერებისა და გაგების მაღალ დონეს¬თან ერთად  შვედური კომპანიები მათ საქმიანობაში გარემოს დაცვის ამოცანათა ინოვაციური და ეფექტური გადაჭრის გზაზე დააყენა. საწარმოო ტექნოლოგიები, რომლებიც ზიანს არ აყენებს გარემოს, განსაკუთრებით კი სამრეწველო წარმოების სფეროში, ამჟამად, არცთუ იშვიათად, შვედური ექსპორტის საგანია.

შვედური კომპანიები ლიდერის პოზიციებს იკავებენ აგრეთვე მსოფლიოში სუფთა და საწმენდი ტექნოლოგიების – `კლინტეკის~ დარგში (ტერმინი `კლინტეკი~ გამოიყენება იმ პროდუქციისა და მომსახურების აღსანიშნავად, რომლებიც, აუმჯობესებენ რა საექსპლუატაციო მახასიათებლებს, მწარმოებლურობასა და ეფექტურობას, ხელს უწყობენ დანახარჯების, ნედლეულის ხარჯის, ენერგომოხმარების, ნარჩენებისა და დამაბინძურებელი გამონაბოლქვის შემცირებას). ასეთი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს უწყობს აგრეთვე კონკურენტუნარიანობის გამტკიცებას და შვედური მრეწველობის ზრდას.

შვედეთის გარდა სხვა სკანდინავიური ქვეყნებიც ახორციელებენ მსგავს მიდგომას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისადმი, ახდენენ რა, ამასთანავე, თავიანთი სპეციფიკის დემონსტრირებას.

დანიაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევა სოციალურ პოლიტიკაში მოგვიანებით დაიწყო და ჰქონდა გაცილებით ნაკლები მასშტაბები, ვიდრე შვედეთში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დანია თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ სოციალ-დემოკრატიული მოდელის სახელმწიფოებს. ხ. ქრისტოფერსენი აღნიშნავს, `დანიელებს მიაჩნდათ, რომ ბაზარი აყენებს სერიოზულ შეზღუდვებს და, მაშასადამე, საჭიროა მისი მნიშვნელოვანი კორექტირება, იმ შემთხვევაში თუ მიზანი მდგომარეობს მაქსიმალურად შესაძლო კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. ამიტომ მოქალაქეთა ინდივიდუალური უპირატესობები, რომლებიც ასახვას პოვებს ბაზარში, კორექტირებულ უნდა იქნეს ზოგადი კეთილდღეობიდან გამომდინარე. ე. ი. არ შეიძლება არ ვაღიაროთ ის, რომ დანიაში სახელმწიფოს როლი ბაზრის რეგულირებაში საკმაოდ მაღალია~.

დიდი ბრიტანეთის კვალდაკვალ, 2008 წლის 16 დეკემბერს დანიაში მიღებულ იქნა კანონი (Act amending the Danish Financial statements act (Accounting for CSR in large businesses), რომელიც 2009 წლიდან ყველა მსხვილ კომერციულ ორგანიზაციას ავალდებულებს, ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად წარმოადგინოს ანგარიშგება სოციალური პასუხისმგებლობის დარგში თავისი საქმიანობის შესახებ. მოცემული კანონის მიღება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაზე, სამთავრობო გეგმის ნაწილი იყო, რომელიც წარმოდგენილ იქნა 2008 წლის 14 მაისს (Action Plan for Corporate Social Responsibility (CSR) და მიზნად ისახავდა კომერციული ორგანიზაციების სტიმულირებას სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში.

ამასთან ერთად, საკვანძო მომენტს ამა თუ იმ კეთილდღეობის შეთავაზებაში წარმოადგენს მოქალაქეთა უფლებების თანაზომადობა მათ ვალდებულებებთან. ამავე დროს განიხილება ორი მნიშვნელოვანი საკითხი: როგორია სახელმწიფოსა და სოციალური პარტნიორების როლი კსპ-ს პროგრამების რეალიზაციაში და როგორ დავუკავშიროთ ერთმანეთს სახელმწიფო პოლიტიკა და ბიზნესის ინტერესები იმისათვის, რომ გადავჭრათ სოციალური პრობლემები და ამავე დროს არ დავარღვიოთ კაპიტალისტური ბაზრის დინამიკა და მოქნილობა. დანიური მოდელისთვის (და ამაშია სწორედ მისი მსგავსება ლიბერალურ მოდელთან) ძალზე მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენს ნებაყოფლობითობის პრინციპი. სწორედ ეს პრინციპი წარმოშობს რამდენიმე სერიოზულ პრობლემას.

საზოგადოებისთვის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა – ეს უფრო ინტეგრაციული სოციალური სახელმწიფოსა და ფარული სეგმენტაციის მქონე შრომის ბაზრის ახალი ტიპის პოლიტიკური სახეა (მომავალი მოლოდინი). ბიზნესისთვის სოციალური პასუხისმგებლობა – ეს სტრატეგიაა, რომელიც წარმოიქმნა პასუხად დინტერესებულ ჯგუფთა მოლოდინის ლეგიტიმიზაციისა და მოგების მიღების მოთხოვნაზე. სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიასთან მიმართებით ერთ-ერთი ყველაზე ძნელად გადაჭრადი დილემა მდგომარეობს საზოგადოების პრობლემების მჭიდროდ დაკავშირებაში ბიზნესის ინტერესებთან.

დანიაში, ისევე, როგორც გერმანიაში, ძირითადი ყურადღება ეთმობა სოციალურ პასუხისმგებლობას შრომის ბაზარზე. დანიური მოდელის ეს ნიშანი აახლოებს მას კონტინენტურ მოდელთან. ცხრილში, სადაც წარმოდგენილია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტული ინტერპრეტაცია, ახდენს იმ ადგილის დემონსტრირებას, რომელიც უკავია კსპ-ს შრომით ბაზარზე დანიის სოციალურ პოლიტიკაში.

ფაქტობრივად, აქტიური სახელმწიფო პოლიტიკა შრომის ბაზარზე იქცა ეროვნულ პრიორიტეტად და ეს არ არის შემთხვევითი. იან ჰეტლანდ მიულერი [Ian Hetland Miuler., 2014, 211] აღნიშნავს, რომ `ბიზნესის ეთიკა წარმოადგენს საკვანძო ფაქტორს კადრების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის დანიის შრომის შეზღუდულ ბაზარზე. მეწარმეები, რომლებიც ახდენენ კსპ-ს საკითხების იგნორირებას, მომავალში შეიძლება წააწყდნენ კვალიფიციური კადრების უკმარისობას, რაც საფრთხის ქვეშ დააყენებს მათ გლობალურ კონკურენტუნარიანობას~ .

ამიტომ სოციალური პოლიტიკის ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ზომები ჯანმრთელობის დაცვასა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე მოქალაქეთა შრომაში ჩაბმა, ახალგაზრდებთან მუშაობა, უმუშევართა სწავლება და გადამზადება მათი უსწრაფესი დასაქმების მიზნით და ა.შ., იქცა კსპ-ს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, რომელსაც საზოგადოება მოელის როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოსაგან.

ცხრილი 1

ბიზნესისსოციალურიპასუხისმგებლობის

სტანდარტულიინტერპრეტაციადანიაში [Blair R. Fisher., 2005: 53]

კსპ-

მიმართულება

მიზან

ინსტრუმენტებისმაგალითები

საშინაო სოციალური პასუხისმგებლობა

სამუშაოდან გათავისუფლების თავიდან აცილება

ზომები ჯანმრთელობის დაცვასა და შრომის უსაფრთხოებაზე; ავადმყოფობის გამოშვებულების შემცირების მეთოდები; დასაქმების რეჟიმი, რომელიც ხელს უწყობს ოჯახური ურთიერთობების შენარჩუნებას; თითოეულისთვის სამუშაოზე მოწყობის შესაძლებლობა; სწავლება მთელი ცხოვრების მანძილზე; პენსიაზე გასვლის მოქნილი პროგრამები

მუშაკების შენარჩუნება, რომლებიც რისკავენ, იყვნენ გათავისუფლებული სამუშაოდან

აქტიური დახმარება დაავადებებისადმი განწყობილ პირებს ან ასაკის, ფიზიკური ან გონებრივი დაავადებების გამო შეზღუდული შრომისუნარიანობის მქონე პირებს; არაფორმალური `მოქნილი~ და `რბილი~ სამუშაო ადგილები; სოციალური პუნქტები კოლექტიურ ხელშეკრულებებში

საგარეო სოციალური პასუხისმგებლობა

უმუშევართა და სამუშაოდან გათავისუფლებულთა ინტეგრირება

მთლიანობაში, სამუშაო ადგილებისა და სპეციალიზებული სამუშაო ადგილების შექმნა: ხელფასის სუბსიდირების ფორმალური სქემები (`მოქნილი~ და `რბილი~ სამუშაო ადგილების სქემები); სწავლება სამუშაო ადგილზე კერძო და სახელმწიფო სექტორებში; განათლება და პროფესიული მომზადება; სამუშაო ადგილების როტაცია ან რეაბილიტაციის სქემები

ასეთი პოლიტიკის კიდევ ერთ მიმართულებად იქცა ხანდაზმულ მოქალაქეთა აქტივობის გაზრდა, რაც აგრეთვე ხელს უწყობს შრომისუნარიანი მოსახლეობის წილის ზრდას. სოციოლოგების მონაცემებით, დანია ქვეყანაა, სადაც ყველაზე კარგად ეპყრობიან მოხუცებს. პენსიაზე გასვლა ამ ქვეყანაში არ ნიშნავს, რომ ადამიანი გამოდის სოციალური ცხოვრებიდან. პირიქით, ის აგრძელებს მნიშვნელოვანი სოციალური როლის თამაშს და ფართო შესაძლებლობები გააჩნია იმისათვის, რომ ცხოვრების აქტიური წესით იცხოვროს.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების და პრაქტიკის დანერგვა აუცილებელია ბიზნესსექტორის განვითარებისთვის. ეს არის საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის, სტაბილურობის უზრუნველყოფის, მდგრადი განვითარების და ბიზნესრეპუტაციის გამყარების დამატებითი ინსტრუმენტი.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. მსხვი­ლი ბიზ­ნე­სი და კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებლო­ბა – და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, თბ., 2007.
  2. კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგბე­ლო­ბის მი­მართ თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შეს­წავლა. სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი, გა­ე­როს „გლო­ბა­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის“ სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რა­მა სა­ქართ­ვე­ლო­ში, თბ., 2007.
  3. Социальная Ответственность Компании: Практическая Польза для Бизнеса, Ассоциация Менеджеров, М., 2002.
  4. Blair R. Fisher. The Rules of the Game. Promo, December 2005. P 53.
  5. Carroll, Archie B., Corporate Social Responsibility, Evolution of a Definitional Construct, Business & Society, Vol. 38, No. 3, 2000.
  6. Ian Hetland Miuler Corporate Social Responsibility, Discussion Paper, Australian Government, Corporation an Markets Advisory Committee, November, 2012.
  7. Corporate Social Responsibility: A Draft International Strategic Framework, UK Government, 2015.
  8. CSR an Developing Countries – What Scope for Government Action? Sustainable Development Innovation Briefs, Issue 1, February, 2007.
  9. Esping-Andersen G. The Three Worlds o Welfare Capitalism. N.Y 2009.
  10. 10. Hohnen, P., Potts, J., Corporate social Responsibility: An Implementation Guide for Business, International Institute for Sustainable Development, 2017.
  11. 11. Lindbek A., The Political Economy of CSR in Western Europe, Corporate Governance, vol. 6, No 4, 2006, pp.
  12. 12. Porter, M. E., & Kramer M. R., The Competitive Advantage of corporate Philanthropy, Harvard Business review, December 2002.
  13. 13. Thomas, G., & Nowak, M., Corporate Social Responsibility: A Definition, GSB Working Paper No 62, 2006.


[1] მდგრადი განვითარება ისეთი განვითარებაა, რომელიც, ბრუნტლანდის კომისიის (რომელსაც ოფიციალურად ეწოდება გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კომისია) განსაზღვრებით, აკმაყოფილებს რა დღევანდელობის მოთხოვნებს, საფრთხის ქვეშ არ აყენებს მომავალი თაობების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.